09 ოქტომბერი 2024,   20:24
ვრცლად
საერთაშორისო საზოგადოება უკრაინის არჩევნებს დემოკრატიულად აფასებს

უკრაინელი ხალხისა და დემოკრატიის გამარჯვება - ასე აფასებს უკრაინაში ჩატარებულ არჩევნებს ევროკავშირი და ახალი მთავრობის ფორმირებას ელის. ამის შესახებ ევროკომისიის თავმჯდომარის ჟოზე მანუელ ბაროზოსა და ევროპის საბჭოს თავმჯდომარის ჰერმან ვან რომპეის ერთობლივ განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში ნათქვამია, რომ OSCE/ODIHR -ს დამკვირვებლების შეფასებით, ეს იყო კიდევ ერთი ნაბიჯი უკრაინის ხელისუფლების მიერ, რომ მოახდინოს დემოკრატიის კონსოლიდაცია მის საერთაშორისო ვალდებულებებთან შესაბამისად და ახლა უკრაინის მთავრობამ ხალხის მიერ მინიჭებული მანდატი უნდა აღასრულოს.

არჩევნებს წარმატებული უწოდა ეუთომაც.

შედეგების გამოცხადების შემდეგ პირველი კომემენტარი გააკეთა სერგეი ლავროვმაც. რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრის თქმით, პოროშენკოს ბლოკი ის ძალაა, რომელთანაც რუსეთი აუცილებლად ითანამშრომლებს.

თავის მხრივ, ლავროვის განცხადებას კომენტარი მოჰყვა შეერთებული შტატების სახლემწიფო დეპარტამენტიდან. უწყების პრესმდივანმა რუსეთს უკრაინის წინაშე მინსკის შეუსრულებელი ვალდებულებები კიდევ ერთხელ შეახსენა. ჯენ პსაკის თქმით, ურკაინელმა ხალხმა არჩევანი ევროპისა და დემოკრატიის სასარგებლოდ გააკეთა.

უკრაინის ცესკოს ამ დროისთვის ბიულეტენების 80 პროცენტი აქვს დათვლილი.

უკრაინის ხელისუფლება კი კოალიციური მთავრობის ჩამოყალიბებისთვის ემზადება. პრეზიდენტმა და პრემიერმა პირველი კონსულტაციები არჩევნების დასრულებისთანავე გამართეს.

ამავე თემაზე
დღის ამბები