20 ნოემბერი 2024,   03:14
ვრცლად
ოფიციალური ვაშინგტონი საქართველოს მადლობას უხდის - საერთაშორისო მისიის ფარგლებში თბილისმა ქაბულიდან ევაკუირებული 6 ათასზე მეტი მგზავრი გაატარა

ოფიციალური ვაშინგტონის მადლობა თბილისს საერათაშორისო ჰუმანიტარულ მისიაში მონაწილეობისთვის. ამერიკის ელჩმა ქვეყანას ავღანეთიდან საქართველოს გავლით განხორციელებული ჰუმანიტარული ფრენების ორგანიზებისა და სხვა ლოჯისტიკური მხარდაჭერისთვის განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა.

საერთაშორისო ჰუმანიტარულ მისიაში ქვეყანა უკვე რამდენიმე დღეა მონაწილეობს და ამ პერიოდში თბილისის აეროპორტმა ქაბულიდან ევაკუირებული 6 ათასზე მეტი მგზავრი გაატარა.

ავღანეთიდან მოქალაქეების ჩამოყვანის შემდეგ სატრანზიტო ჰაბად ქცეულ აეროპორტში დევნილებს ქვეყნების მიხედვით ანაწილებენ და სამოქალაქო რეისებზე სვამენ.

ლოჯისტიკურ ოპერაციებში ქართველ სპეციალისტებთან ერთად ნორვეგიელი, შვედი, ფინელი და ნატო-ს წევრი სხვა ქვეყნების სამხედრო და სამოქალაქო პერსონალია ჩართული.

დღის ამბები