09 ოქტომბერი 2024,   20:23
ვრცლად
პუტინის რეიტინგი 1 თვის განმავლობაში თითქმის 10 პროცენტით შემცირდა

ვლადიმერ პუტინის რეიტინგი 1 თვის განმავლობაში თითქმის 10 პროცენტით შემცირდა. ასეთია "ლევადა ცენტრის" ბოლო კვლევის შედეგები, რომელიც სექტემბერში ჩატარდა.

აგვისტოში გამოკითხულთა 57 პროცენტი მზად იყო, არჩევნების შემთხვევაში, ვლადიმერ პუტინისთვის ხმა მიეცა. ახლა კი ეს მაჩვენებელი 49 პროცენტს შეადგენს. პუტინის რეიტინგმა პიკს სწორედ აგვისტოში მიაღწია.

ყირიმის ანექსიამდე, იანვარში ჩატარებული კვლევის მიხედვით, პუტინს ხმას აძლევდა გამოკითხულთა მხოლოდ 29 პროცენტი, შემდეგ კი მისი რეიტინგი სექტემბრამდე თითქმის ყოველთვიურად iმატeბდა. სოციოლოგები აღნიშნავენ, რომ ასევე იკლო იმ ადამიანების რაოდენობამაც, რომლებმაც იცან, თუ ვინ სურთ ქვეყნის მეთაურად.

 

დღის ამბები