ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით 300 000 ადამიანი აიცრა, ამ ეტაპზე კი ამ კონკრეტული ვაქცინით აცრის პროცესი შეჩერებულია, თუმცა ქვეყანა დამატებითი დოზების მიღების მოლოდინშია.
თამარ გაბუნიამ იმ მოქალაქეებს, ვისაც ჩინური ვაქცინით სურდა აცრა, ურჩია, რომ ალტერნატიული ვაქცინით - Sinovac-ით ჩაიტარონ იმუნიზაცია.
ამის შესახებ მან ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ სპეციალურ ბრიფინგზე ისაუბრა.
"Sinopharm-ის ვაქცინის პირველი დოზით 300 000 ადამიანი აიცრა, სულ კი ქვეყანაში 600 000 დოზა იყო შემოტანილი. ახლა მეორე დოზებით ვაქცინაცია მიმდინარეობს. პირველი დოზით ვაქცინაცია ამ კონკრეტულ ვაქცინაზე დაახლოებით 10 დღის წინ შეჩერდა, თუმცა ჩვენ Sinopharm-ის დამატებითი დოზების მოწოდებას ველოდებით. თუმცა მათ, ვისაც ჩინური ვაქცინით სურს აცრა, Sinopharm-ის დოზების დამატებამდე, შეუძლია იდენტური ვაქცინით Sinovac-ით აიცრას.
Sinopharm-ის გამოყენებული დოზებიდან დანაკარგი ძალიან ცოტა ერთეული შემთხვევაა,"- განაცხადა თამარ გაბუნიამ.