09 ოქტომბერი 2024,   20:20
ვრცლად
აზერბაიჯანისა და სომხეთის პრეზიდენტები ერთმანეთს საფრანგეთში ხვდებიან

ვლადიმერ პუტინის შემდეგ სომხეთისა და აზერბაიჯანის პრეზიდენტებს უკვე ფრანსუა ოლანდმა უმასპინძლა.

მთიან ყარაბაღთან დაკავშირებულ საკითხებზე სასაუბროდ მხარეები ერთმანეთს პარიზში შეხვდნენ.

ილჰამ ალიევი და სერჟ სარქისიანი შეთანხმდნენ ორ ქვეყანას შორის ომის დროს დაკარგული ადამიანების შესახებ ინფორმაციის გაცვლის შესახებ. ასევე გადაწყდა დიალოგის გაგრძელება. მომდევნო შეხვედრა 2015 წლის სექტემბერში, გაეროს გენერალური ასამბლეის ფარგლებში დაიგეგმა.

დღის ამბები