20 ნოემბერი 2024,   05:14
ვრცლად
"ტოცილიზუბამის" დანიშვნა კლინიკის წამყვანი სპეციალისტების გადასაწყვეტია, პრეპარატს მკაცრად განსაზღვრული უკუჩვენება აქვს - მარინა ეზუგბაია

ინფექციური პათოლოგიის და შიდსის ცენტრის სამედიცინო დირექტორი მარინა ეზუგბაია მედიკამენტ "ტოცილიზუმაბის" გამოყენების პირობებს განმარტავს.

როგორც ეზუგბაიამ აღნიშნა, პაციენტისთვის აღნიშნული მედიკამენტის დანიშვნა მკურნალი ექიმისა და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების ერთობლივი მსჯელობის შედეგად უნდა გადაწყდეს.

"ამ მედიკამენტსაც აქვს თავისი დანიშვნის ჩვენებები და უკუჩვენებები. ამიტომ მედიკამენტ "ტოცილიზუბამის" დანიშვნა უნდა გადაწყდეს მკურნალი ექიმის და კლინიკის წამყვანი სპეციალისტების შეჯერებით, რადგან ამ პრეპარატს აქვს მკაცრად განსაზღვრული ჩვენებაც და მკაცრად განსაზღვრული უკუჩვენებაც. აქედან გამომდინარე, გარკვეულწილად გადაწყვეტილების მიმღები უნდა იყოს კლინიკის კლინიკური ჯგუფი," - განაცხადა მარინა ეზუგბაიამ

დღის ამბები