1 965 ახალი შემთხვევა და 50 გარდაცვლილი - ეს არის გასული დღე-ღამის კოვიდსტატისტიკა.
წინა დღეებთან შედარებით ინფიცირების და ლეტალობის მაჩვენებელი იკლებს. სპეციალისტები ამას არსებულ რეგულაციებს და მოსახლეობის ვაქცინაციას უკავშირებენ. მიუხედავად ამისა, ეპიდემიოლოგები რისკებს მაინც ხედავენ, ამ წუთებში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა იმართება.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის გენერალური დირექტორის მოადგილე ამბობს, რომ სავარაუდოდ დამატებითი რეგულაციების შემოღება არ დაიგეგმება.
"რეგულაციებმა რომ თავისი შედეგი აჩვენა ეს მე მგონი თვალსაჩინოა ყველასათვის. საბედნიეროდ შემთხვევების რიცხვი კლებულობს. შეიძლება ისე სწრაფად არა როგორც ჩვენ გვინდა, მაგრამ საბედნიეროდ მაინც კლებულობს. ამიტომ მე დღეს, გამკაცრებას რაღაც ღონისძიებებისა არ ველი," - აცხადებს პაატა იმნაძე.