"ლელოს" მერობის კანდიდატი ანა ბიბილაშვილი ნაძალადევში ლეჩხუმისა და ღრმაღელის ქუჩის მაცხოვრებლებს შეხვდა.
ადგილობრივები გზის სავალი ნაწილის პრობლემებზე საუბრობენ და ასევე ამბობენ, რომ მათ რამდენიმეჯერ მიმართეს მერიას დასახმარებლად მაგრამ მათ ყურადღებას არავინ აქცევს.
"აუცილებლად ჩვენ მოვითხოვთ, რომ ამ ადამიანებს ჰქონდეთ მისაწვდომი გზა მოწყობილი, ტროტუარები, სანიაღვრე სისტემა, საზოგადოებრივი ტრანსპორტი უნდა ამოდიოდეს," - განაცხადა მერობის კანდიდატმა ანა ბიბილაშვილმა.