03 ოქტომბერი 2024,   17:17
ვრცლად
15 ნოემბრის აქციასთან დაკავშირებით ენმ კონსულტაციებს არასამთავრობოებთან მართავს

ამ წუთებში "ნაციონალური მოძრაობის" ოფისში შეხვედრა მიმდინარეობს, რომელზეც განიხილება, თუ რომელი არასამთავრობო ორგანიზაციები შეუერთდებიან 15 ნოემბერს პარტიის მიერ დაგეგმილ აქციას. კონსულტაციას სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლებთან საპარლამენტო უმრავლესობის წევრი ზურაბ ჯაფარიძე მართავს.

მისი თქმით, არასამთავრობო ორგანიზაციები სრულად იზიარებენ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ შეშფოთებას იმასთან დაკავშირებით, რომ დღეს მიმდინარეობს აფხაზეთის ანექსია და როგორც ჯაფარიძე აცხადებს, ხელისუფლება არის ჩუმად და ამასთან დაკავშირებით არავის არ აწუხებს. მისივე თქმით, სამოქალაქო სექტორის შეშფოთებას ისიც იწვევს, რომ ამ დრომდე საერთაშორისო თანამეგობრობის არც ერთ წარმომადგენელს არ გაუკეთებია განცხადება ანექსიაზე.  

თავად არასამთავრობო ორგანიზაციების - "სამართალდამცველთა რეფორმების ცენტრი" და "ახალგაზრდები ევროპული მომავლისთვის" წარმომადგენლების თქმით, იქიდან გამომდინარე, რომ ქვეყანა უკან მიდის, იზრდება კრიმინალი და ოკუპაცია ანექსიით იცვლება. ისინი ვერ მისცემენ თავს უფლებას, რომ საკუთარი სახლებიდან დააკვირდნენ მიმდინარე მოვლენებს.

ამავე თემაზე
დღის ამბები