ხმაური იყო ბათუმის საკრებულოს სხდომაზე - "ნაციონალური მოძრაობისა" და მმართველი პარტიის წარმომადგენლებს შორის დაპირისპირების გამო სხდომა რამდენიმე წუთით შეწყდა. დაპირისპირების მიზეზი კი გოგოლის ქუჩაზე მიმდინარე უნებართვო მშენებლობა გახდა.
სხდომაზე "ნაციონალური მოძრაობის" დეპუტატებთან ერთად, უმაღლესი საბჭოს წევრები, ბათუმის მერობის კანდიდატი და მათი მხარდამჭერებიც მივიდნენ.
ოპოზიციამ მართველი გუნდისგან მოითხოვა პასუხი, რატომ არ აღიკვეთა უკანონო მშენებლობა.
საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილის თამაზ სალუქვაძის განცხადებით, უნებართვო მშენებლობაზე შესაბამის უწყებებს ჰქონდათ რეაგირება. ობიექტი 7-ჯერ დაჯარიმდა და საქმე სასამართლოზეა გადაცემული. სალუქვაძემ "ნაციონალური მოძრაობა" პროვოკაციაში დაადანაშაულა.
დაპირისპირების მიზეზი ბოლო დროს გავრცელებული ჩანაწერებიც გახდა.
20 წუთიანი შესვენების შემდეგ სხდომა განახლდა.