ქვეყნებში, სადაც აცრილთა რიცხვი ნაკლებია, მაღალია სიკვდილიანობის რიცხვი. საქართველო ჯერჯერობით ასეთი სახელმწიფოების ჩამონათვალშია.
სპეციალისტები არ გამორიცხავენ, რომ ჯერ კიდევ უცნობმა შტამმა - "მიუ" ვარიანტმა, რომელიც ბოლომდე შესწავლილი არ არი, ქვეყანა ახალი საფრთხის წინაშე დააყენოს.
მედიკოსები მოსახლეობას სიფრთხილისკენ მოუწოდებენ.
სხვადასხვა შტამების ცირკულირება პანდემიის შორეულ დასასრულზე მიუთითებს. მედიკოსები ამბობენ, რომ ვირუსის ყველა ახალი ტალღის უკან, ყოველ ჯერზე კიდევ უფრო მძლავრი შტამები დგას.
ჯანადაცვის მინისტრი რეგულაციების დაცვის აუცილებლობაზე საუბრობს და შესაბამის უწყებებს მკაცრი აღსრულების მონიტორინგს განხორცილებას ახსენებს.
ყველა თანხმდება, რომ მეტი ვაცქინირებული, მეტ საზოგადოებრივ იმუნიტეტს უკავშირდება და ეს სტაბილური ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გარანტიაა.
დღეს ქვეყანაში ორჯერადად მოსახლეობის 23,1%, ერთი დოზით კი 32,5% -ია ვაქცინირებული.
სპეციალისტები ამბობენ, რომ ოქტომბრის ბოლომდე 3 მილიონი ვაქცინა უნდა იყოს ათვისებული.