მ. იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს სამედიცინო დირექტორი ივანე ჩხაიძე აცხადებს, ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში.
"ჩვენ ველოდებით, რომ მომდევნო დღეების მანძილზე ინფიცირებულთა რაოდენობა შემცირდება. მაგრამ ეს მოლოდინი არ გვაქვს გარდაცვლილებთან მიმართებაში. შესაძლებელია, მომდევნო 10 დღის მანძილზე ისეთივე მაღალი დარჩეს გარდაცვალების შემთხვევები.
ოქტომბრის თვე იქნება გამორჩეული, როგორც ინფიცირების ასევე გარდაცვალების შემთხვევაში ეს ორივე მაჩვენებელი უნდა იყოს დაბალი, რაშიც დამხმარე მექანიზმი იქნება ვაქცინაცია,"- აცხადებს ივანე ჩხაიძე.