20 ნოემბერი 2024,   05:18
ვრცლად
ყოველდღიურად 23-24 ათასი ვაქცინირებული ადამიანი გვჭირდება, რომ საქართველოში პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს - ივანე ჩხაიძე

იმუნიზაციის ტექნიკურ მრჩეველთა ჯგუფის ხელმძღვანელის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, ყოველდღიურად, მინიმუმ, 23-24 ათასი ადამიანი უნდა აიცრას იმისთვის, რომ წლის ბოლოსთვის კორონავირუსის პანდემია კონტროლს დაექვემდებაროს. 

მისი თქმით, ეს ინფიცირებულების და გარდაცვალების რიცხვის მნიშვნელოვან კლებას ნიშნავს. 

"თუ ამ ციფრებს გადავხედავთ და მთავარ სამიზნედ 1 691 000 ადამიანს ავირჩევთ, ესაა ჩვენი მიზანი, შეგვიძლია ამ ციფრს გამოვაკლოთ დღეისათვის ვაქცინირებული, უხეშად რომ ვთქვათ, 700 000 ადამიანი. ანუ, ჩვენი გეგმაა, რომ წლის ბოლომდე 1 100 000 ადამიანის ვაქცინაცია უნდა ჩავატაროთ და ეს ადამიანები ორჯერ უნდა აიცრან. ანუ, 2 200 000 ვაქცინა გვჭირდება წლის ბოლომდე. 

ვაქცინირებული ადამიანი, პირველ რიგში, დაცვაა, რომ არ მივიღოთ ახალი ვარიანტი კორონავირუსის, ხოლო მეორე ჩვენი ქვეყნისთვის მნიშვნელოვანი ამოცანა, ამ ციფრის მიღწევა მოგვცემს საშუალებას ვილაპარაკოთ, რომ საქართველოში პანდემია კონტროლს დაექვემდებარა, ეს არის ჩვენთვის მთავარი, რომლის უკანაც დგას ინფიცირების და გარდაცვალების ნაკლები შემთხვევები, ნაკლებად ინფიცირებული ბავშვები და ა.შ. ამისათვის კონკრეტული ციფრის დათვლა შესაძლებელია, ეს არის 23-24 ათასი ვაქცინირებული ადამიანი ყოველდღიურად, ეს არის მინიმალური ციფრი, რაც დღეს გვჭირდება," - განაცხადა ივანე ჩხაიძემ. 

მისივე თქმით, რეგიონებში ვაქცინაციის დაბალი მაჩვენებელია, განსაკუთრებით კი - სამეგრელოში.

დღის ამბები