26 აპრილი 2024,   13:19
ვრცლად
შეიარაღებული თავდასხმა რუსეთში, პერმის უნივერსიტეტზე - სროლის შედეგად მინიმუმ 8 ადამიანია დაღუპული

პერმის უნივერსიტეტში სროლის შედეგად გარდაცვლილთა რიცხვი 8-მდე გაიზარდა - ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. დაშავეულთა რაოდენობა 26-ს შეადგენს. მათივე ინფორმაციით, თავდასხმა უნივერსიტეტზე ცოტა ხნის წინ გახნორციელდა.

სროლის შედეგად დაჭრილი 10-ზე მეტი პირი პერმის უნივერსიტეტიდან სამედიცინო დაწესებულებაშია გადაყვანილი.

თავად 18 წლის თავდამსხმელი კი, თავდაპირველი ინფორმაციით, საავადმყოფოში გადაყვანისას გარდაიცვალა. თუმცა მოგვიანებით, ინფორმაციის დაზუსტებისას გაირკვა, რომ მამაკაცი ჯანმრთელობის მძიმე მდგომარეობით საავადმყოფოში იმყოფება.

შეიარაღებულ თავდასხმამდე მსროლელმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა სტატუსი, რომელშიც განმარტა თუ როგორ აგროვებდა თანხას იარაღისთვის, მიიღო ლიცენზია, როგორ არჩევდა თავდასხმის მიზანს და რა მოტივი ამოძრავებდა მას.

გავრცელებული ინფორმაციით, პერმის უნივერსიტეტში შეჭრილი შეიარაღებული თავდამსხმელი ტემურ ბეკმანსუროვი კომპიუტერული თამაშების ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა.

დღის ამბები