03 მაისი 2024,   17:25
ვრცლად
აშშ-ში 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას ბუსტერ დოზის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა

ამერიკის შეერთებულ შტატებში 65 წელს გადაცილებულ მოსახლეობას ბუსტერ დოზის გაკეთების შესაძლებლობა ეძლევა. იმის მიუხედავად, რომ მოსახლეობის ნაწილი ვაქცინის მესამე დოზით იცრება, შეერთებულ შტატებში 70 მილიონ ადამიანს ვაქცინის ერთი დოზაც კი არ აქვს გაკეთებული. ვირუსი ყველაზე მეტად იმ შტატებშია გავრცელებული, სადაც იმუნიზაციის დაბალი მაჩვენებელია.

ვაქცინაციასთან ერთად სახელმწიფოები ვირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით შეზღუდვებს აწესებენ. სინგაპურში, აცრილის სტატუსის მიუხედავად, 2 ადამიანზე მეტის შეკრება იკრძალება. კვების ობიექტებზე კი 1 მაგიდასთან დაჯდომის უფლება მხოლოდ 2 ადამიანს აქვს. 

კოვიდ პასპორტები სავალდებულო გახდა კანადაში. ვირუსის სწრაფად გავრცელების გამო ალბერტაში საავადმყოფოები გადატვირთულია. ინფიცირების შემთხვევების ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აუცრელ ადამიანებში ფიქსირდება. 

გადაადგილებისა და სამოგზაურო შეზღუდვებს ინარჩუნებენ ბაჰამის კუნძულებზე. 9 კუნძულზე ღამის 12 საათიდან დილის 5 საათამდე კომენდანტის საათი მოქმედებს.

ავტორები: თამუნა ხონელიძე, თიკო ცერცვაძე

დღის ამბები