"ნახატის სიჩუმე" - ასეთი სათაური აქვს მხატვარ თემო ჯაფარიძის ნამუშევრების პერსონალურ გამოფენას, რომელიც სახვითი ხელოვნების მუზეუმში გაიხსნა.
ქართველი ფერმწერის ნაკლებად ცნობილი ნამუშევრები საცავიდან საგამოფენო დარბაზში პირველად მოხვდა. დამთვალიერებელს მათი ნახვა 31 ოქტომბრის ჩათვლით შეუძლია.