26 აპრილი 2024,   16:52
ვრცლად
გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში წინასწარი შედეგებით "სოციალ-დემოკრატები" იმარჯვებენ

გერმანიის საპარლამენტო არჩევნებში, წინასწარი შედეგები, "სოციალ-დემოკრატები" იგებენ. ბოლო მონაცემებით, "სოციალ-დემოკრატებსა" და ანგელა მერკელის კონსერვატიულ ბლოკს შორის სხვაობა 2 პროცენტამდეა.

"სოციალ-დემოკრატები" 25%-ით ლიდერობენ და აცხადებენ, რომ მთავრობის შექმნის მანდატი აქვთ. მეორე ადგილზეა "ქრისტიან-დემოკრატიული კავშირის" და "ქრისტიან-სოციალური კავშირის" ბლოკი 24%-ით, მესამე ადგილს კი "მწვანეები" იკავებენ. გერმანიის კანცლერის ვინაობა მას შემდეგ გახდება ცნობილი, რაც კოალიციური შეთანხმება შედგება. არჩევნების საბოლოო შედეგები, სავარაუდოდ, რამდენიმე დღეში დადასტურდება.

დღის ამბები