11 მაისი 2024,   07:33
ვრცლად
ეს არის არარსებულ დანაშაულზე ადამიანის დასჯა - ადვოკატი ელგუჯა ცომაიას დაპატიმრებაზე
ელგუჯა ცომაიას ადვოკატის განცხადებით, პირს, რომელმაც მიხეილ სააკაშვილს სანზონაში ბინა დაუთმო, დანაშაული არ ჩაუდენია. ბექა ბასილაის მტკიცებით, მსგავსი ჩანაწერი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსში არ არსებობს.
 
"ეს არის არარსებულ დანაშაულზე ადამიანის დასჯა. 63 წლის კაცი, რომელმაც მეუღლე სულ ცოტა ხნის დაკრძალა, მოსამართლე კოპალიანმა გაამწესა ახლა გლდანში მხოლო და მხოლოდ იმის გამო, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა ელგუჯა ცომაიამ. დამნაშავის დაფარვა დასჯადი არ არის, არსად არ წერია. ელგუჯა ცომაია ადასტურებს, რომ მიხეილ სააკაშვილს უმასპინძლა, იმის იქით ვინც იმ საქმეში ვინმე დაკითხულია, ყველა არის პოლიციის თანამშრომელი,"- აცხადებს ადვოკატი ბექა ბასილაია.

პროკურატურა კი ამტკიცებს, რომ ბრალდების მხარემ სრულად წარადგინა დასაბუთება, ელგუჯა ცომაიას მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების მოთხოვნით.

"ჩვენი საფუძვლები ემყარება კონკრეტულ არგუმენტებს, რომ არსებობს ახალი დანაშაულის ჩადენის, მოწმეებზე ზეწოლის და ბრალდებულის შესაძლებლობებიდან გამომდინარე მიმალვის საფრთხე. სასამართლომ სავსებით დასაბუთებულად გაიზიარა ჩვენი პოზიცია და შეუფარდა პატიმრობა. მხოლოდ პოლიციელები არ არიან გამოკითხული, თავად ელგუჯა ცომაიას აღიარებითი ჩვენებაც დევს საქმეში,"- აცხადებს პროკურორი ლევან ვეფხვაძე.

თბილისის საქალაქო სასამართლომ, ელგუჯა ცომაიას, რომელმაც საქართველოს მესამე პრეზიდენტს სანზონაში ბინა დაუთმო, წინასწარი პატიმრობა შეუფარდა

ამავე თემაზე
დღის ამბები