27 აპრილი 2024,   08:40
ვრცლად
4837 ინფიცირებული და 26 გარდაცვლილი - კოვიდის შემთხვევები ქვეყანაში მატულობს

საქართველოში ინფიცირების 4837 შემთხვევა გამოვლინდა, მონაცემები stopcov.ge-ზე განახლდა. 

ბოლო 24 საათის განმავლობაში 49 386 ტესტი ჩატარდა, დადებითობის მაჩვენებელი არის 9.79%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1586 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 605 581.

ბოლო 24 საათში  კორონავირუსით გარდაცვალების 26 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 9332 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 4837 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1379 შემთხვევა, აჭარა - 171, იმერეთი - 1 028, ქვემო ქართლი - 257, შიდა ქართლი - 298, გურია - 143, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 444, კახეთი - 889, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 96, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 52.

დღის ამბები