25 აპრილი 2024,   16:33
ვრცლად
ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად, გორში ერთი ადამიანი დაშავდა - ის კლინიკაშია გადაყვანილი

გორში, ქალაქის ცენტრალურ უბანში, ახალგაზრდებს შორის მომხდარი ჩხუბის შედეგად, ერთი ადამიანი დაშავდა.

ადგილი ამ დროისთვის პოლიციას შემოსაზღვრული აქვს, სადაც დევს დანა, თუმცა "რუსთავი 2-ის" ინფორმაციით, დაშავებული დაჭრილი არ არის, ის ნაცემია და დაზიანებებით კლინიკაშია გადაყვანილი. 

ადგილზე მობილიზებულია პოლიცია, საქმეზე გამოძიება მიმდინარეობს. 

დღის ამბები