03 სექტემბერი 2026,   23:05
ვრცლად
COVID-19-ით ინფიცირების მაჩვენებლების ზრდა განსაკუთრებით საგანგაშოა ახლა, რადგანაც ისედაც რესპირატორული ვირუსები მძვინვარებს - მაკა ბულეიშვილი

საქართველოში კორონავირუსის გავრცელების სტატისტიკა კრიტიკულ ნიშნულს უახლოვდება. ქვეყანა მეხუთე ტალღის საწყისს ეტაპზეა, თუმცა ექიმები ამბობენ, რომ კიდევ არაერთი ტალღის რთულად გადავლა მოგვიწევს, თუ მოსახლეობის უმრავლესობა ვაქცინას არ გაიკეთებს

ამ დროისთვის არსებულ რთულ ეპიდვითარებას, სპეციალისტები სწორედ იმუნიზაციის დაბალ მაჩვენებელსა და არსებული რეკომენდაციების გაუთვალისწინებლობას უკავშირებენ. სპეციალისტები იმედოვნებენ, რომ პანდემიის დასრულებამდე, სიტუაციას COVID-19-ის ახალი შტამების გამოვლენა მეტად არ დაამძიმებს.

პროფესორი, რესპუბლიკური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორი მაკა ბულეიშვილი ამბობს, რომ კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებლებიც ზრდა, განსაკუთრებით საგანგაშოა ამ პერიოდში, როდესაც ისედაც რესპირატორული ვირუსები მძვინვარებს ქვეყანაში.

ციციშვილის სახელობის ბავშვთა ახალი კლინიკის პედიატრი კონსტანტინე ჩახუნაშვილი კი აღნიშნავს, რომ  ვაქცინაციის გარეშე, ქვეყანას ძალიან ბევრი ინფიცირების ტალღის გადატანა მოუწევს. 

დღის ამბები