20 ნოემბერი 2024,   07:51
ვრცლად
ამ ეტაპისთვის საკმარისი რესურსი გაგვაჩნია, დღევანდელი მაჩვენებლებით არ ჩანს, რომ საველე ჰოსპიტალი დაგვჭირდეს - ეკატერინე ტიკარაძე

ქვეყანაში არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება და ვაქცინაციის პროცესში არსებული საჭიროებები - საკითხები იმერეთის რეგიონში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრაზე ჯანდაცვის მინისტრმა განიხილა. ეკატერინე ტიკარაძემ კოლეგებთან ერთად ვაქცინაციის გეგმის გააქტიურების საკითხი განიხილა. გარდა ამისა, მინისტრმა ჯანდაცვის სისტემის განვითარების სამომავლო გეგმებთან დაკავშირებით პრეზენტაციაც წარმოადგინა.

ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელი აცხადებს, რომ სისტემას საკმარისი რესურსი აქვს როგორც ამ ეტაპზე, ასევე გართულების შემთხვევაშიც:

"ვაკვირდებით ინფიცირების გავრცელების კოეფიციენტის შემცირებას, რომელიც დღესდღეობით 1.03 არის, რაც იმას მიუთითებს, რომ შემდგომ დღეებში მოხდება აბსოლუტურ რიცხვებშიც კლება. ამ ეტაპისთვის ჩვენ გაგვაჩნია საკმარისი რესურსები, რომ ვმართოთ. იმ შემთხვევაში, თუ გართულდა, ჩვენ გვაქვს ალტერნატიული გზებიც, როგორიც ერთხელ გამოვიყენეთ საველე ჰოსპიტალი, თუმცა დღევანდელი მაჩვენებლებით არ ჩანს, რომ ჩვენ ეს დაგვჭირდეს," - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

დღის ამბები