20 ნოემბერი 2024,   07:25
ვრცლად
მნიშვნელოვანია, რომ სასაზღვრო პუნქტებზე მონიტორინგი  გამკაცრდეს - ჯანდაცვის მინისტრი

ჯანდაცვის მინისტრი საზღვრის კონტროლის გაძლიერებაზე საუბრობს - ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, მნიშვნელოვანია, მიიღონ ზომები, რათა ტურისტებმა ქვეყანაში კორონავირუსის ახალი შტამი არ შემოიტანონ. 

თუმცა, მინისტრი აღნიშნავს, რომ, საბოლოოდ, ქვეყანაში ამ შტამის შემოსვლა გარდაუვალია, თუმცა, მაქსიმალურად უნდა გადავადდეს. 

"ამ ეტაპისთვის, მნიშვნელოვანია, რომ გამკაცრდეს სასაზღვრო პუნქტზე მონიტორინგი და ტურისტების შემოდინება, მოხდეს მათი ტესტირება და კონტროლი იმისათვის, რომ არ შემოვიდეს შტამი. თუმცა, რა თქმა უნდა, ეტაპობრივად, გარდაუვალია ის ფაქტი, რომ ეს შტამი საქართველოში ოდესმე შემოვა, ვინაიდან ყველა შტამი ცირკულირებს სხვადასხვა ქვეყანაში და ის შეიძლება არ შემოვიდეს რუსეთიდან, მაგრამ სხვა ქვეყნიდან. მე დარწმუნებული ვარ, რომ დაფიქსირების შემთხვევაში, ძალიან ადრეულ ეტაპზე მოვახდენთ ამ შტამის ამოცნობას და შესაბამისი ღონისძიება გატარდება,"-აცხადებს მინისტრი. 

შეგახსენებთ, რომ საქართველოში კორონავირუსის 4 762 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ბოლო 24 საათში, ვირუსს კიდევ 43 ადამიანი ემსხვერპლა, პანდემიის დაწყებიდან დღემდე სულ კოვიდის დიაგნოზით 9 831 პაციენტი გარდაიცვალა.

ამავე თემაზე
დღის ამბები