კომპანია "თელასის" ცნობით, გეგმიური სამუშაოების გამო თბილისის ზოგიერთ რაიონში - დიდუბესა და საბურთალოზე აბონენტების ნაწილს დღეს, 29 ოქტომბერს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება.
დიდუბის რაიონი – 11:00 საათიდან 15:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: აკაკი წერეთლის გამზირის (ნაწილობრივ), კედიას, თევდორე მღვდლის, ჩაჩავასა და შალვა გოგიძის ქუჩების მოსახლეობას.
საბურთალოს რაიონი – 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: თამაზ ნადარეიშვილის, შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ), ინტენსიფიკაციის, გაზაფხულის, კამანის, იოველ ჯებაშვილისა და დელისის ქუჩების მოსახლეობას. 10:00 საათიდან 16:00 საათამდე შეზღუდვა შეეხება: ვაჟა-ფშაველას გამზირის, ვაჟა-ფშაველას I, II კვარტლებისა (ნაწილობრივ) და შალვა ნუცუბიძის (ნაწილობრივ) ქუჩის მოსახლეობას.
"კომპანია ბოდიშს უხდის მომხმარებლებს შექმნილი დისკომფორტის გამო. სამუშაოების დასრულების შემდეგ აბონენტებს ელექტრომომარაგება აღუდგებათ," – აცხადებენ "თელასში".