26 აპრილი 2024,   16:07
ვრცლად
მწეველებს ინგლისში ელექტროსიგარეტს ექიმები გამოუწერენ - ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს გადაწყვეტილება

ინგლისი შეიძლება გახდეს პირველი ქვეყანა, რომელიც ელექტრო სიგარეტის ავტორიზაციას მოახდენს.  ინგლისის ჯანდაცვის მარეგულირებლებმა ექიმებს ნება დართეს, პაციენტებს ელექტრო სიგარეტი გამოუწერონ, რათა დაეხმარონ მათ თამბაქოს მოწევისთვის თავის დანებებაში - ამას ბრიტანეთის ჯანდაცვის სამინისტროს განცხადებაში ვკითხულობთ.

აღსანიშნავია, რომ აქამდე მსგავსი რამ მსოფლიოს არცერთ ქვეყანაში არ მომხდარა. მოწევის მაჩვენებელი ბრიტანეთში რეკორდულ მინიმუმამდეა დასული, თუმცა, 2019 წელს თამბაქოს მოხმარების გამო, ინგლისში 64 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. 

გამოკვლევებმა ცხადყო, რომ ელექტრო სიგარეტი სრულიად უსაფრთხო ნამდვილად არ არის, თუმცა, ნაკლებად საზიანოა, ვიდრე თამბაქოს მოწევა - განაცხადა მინისტრმა.

წყარო: CNN

ავტორი: დაჩი წურწუმია

დღის ამბები