ევროპის ეროვნული საფოსტო ოპერატორების გაერთიანების Post Europe - ის ეგიდით შექმნილი საფოსტო მარკა უკვე მიმოქცევაშია.
საფოსტო მარკაზე გამოსახულია გადაშენების პირას მყოფი საკმლის ხე, ქურციკი და ბექობის არწივი. პრეზენტაციას ორგანიზება გაუწია კომპანია "საქართველოს ფოსტამ“.
მარკის საჯარო პრეზენტაცია, კრწანისის ტყე-პარკში მოეწყო, რომლის ფარგლებშიც დაირგო 150 ერთეული საკმლის ნერგი, ასევე, მოეწყო National Geographic- ის მიერ ორგანიზებული ფოტოგამოფენა.
პრეზენტაციაში მონაწილეობა მიიღეს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე გურამ გურამიშვილმა, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე იური ნოზაძემ, „საქართველოს ფოსტის“ გენერალურმა დირექტორმა ლევან ჩიკვაიძემ, აგრეთვე, სპეციალურად ამ ღონისძიებაში მონაწილეობის მისაღებად საქართველოს ეწვია Post Europ- ის წარმომადგენელი მაირე ლოდი.