20 ნოემბერი 2024,   09:24
ვრცლად
როდიდან იწყებს მოქმედებას მწვანე პასპორტები და როგორ უნდა მივიღოთ შეუზღუდავი გადაადგილების უფლება - ახალი რეგულაციები დაანონსდა

დღეს საკოორდინაციო საბჭომ ცვლილებებზე იმსჯელა და დაამტკიცა, რომ პირველი დეკემბრიდან მწვანე პასპორტი ამოქმედდება. ასევე მათი გადაწყვეტილებით, 60 წელს ზემოთ მყოფი პირები, ვინც პირველ იანვრამდე კორონავირუსის საწინააღმდეგო აცრას ჩაიტარებს, ერთჯერადად 200 ლარიან საპენსიო დანამატს მიიღებს. 

მწვანე პასპორტის გარეშე შესვლა შეუძლებელი იქნება რესტორნების, ბარების ღია და დახურულ სივრცეებში, კინოთეატრებში, თეატრებში, გასართობ ცენტრებში, სათამაშო ბიზნესის ობიექტებზე, სპა-ცენტრებშიფიტნეს-დარბაზებსა და სასტუმროებში. მოლაპარაკებები ბიზნესსექტორთან აქტიურად მიმდინარეობს, რომ აღსრულების მექანიზმები მკაცრად გაკონტროლდეს. COVID საშვი არ გამოიყენება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ობიეტებში, სასურსათო მაღაზიებსა თუ ტრანსპორტით გადაადგილების დროს.

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების მიზანი, ვაქცინაციის ტემპების გააქტიურებაა. ჩატარებული აცრების ტემპი ყოველდღიურად მცირდება, ბოლო 24 სთ-ში 1204 ადამიანი აიცრა. დღეს საბჭოს სხდომაზე გაირკვა, რომ ორშაბათიდან იმუნიზაციის მარათონი გაფართოვდება და მასშტაბურ სახეს მიიღებს. 

ეპიდემიოლოგიური რისკები ყოველდღიურად იზრდება. კლინიკების ნაწილი უკვე გადატვირთულია. ინფიცირებულთა რაოდენობა 7 ათას მიუახლოვდა. გაიზარდა მძიმე პაციენტები რიცხვიც. ამ ფონზე პირბადის ტარების მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირებულია და 35 %-ია.

სპეციალისტებს მიჩნიათ, რომ ბავშვების ვაქცინაციის გარეშე, ვირუსის მაჩვენებლების შემცირება ქვეყანას გაუჭირდება. 

დღის ამბები