16 ნოემბერი 2024,   12:25
ვრცლად
მიხეილ სააკაშვილის ადვოკატების ინფორმაციით, საქალაქო სასამართლო თანახმაა 7 ნოემბრის საქმეზე პროცესი დარბაზში გამართოს

მიხეილ სააკაშვილის მონახულების შემდეგ ადვოკატებმა 4 სხვადასხვა საკითხზე გაამახვილეს ყურადღება. თავდაპირველად მათ უსაფრთხოების ნორმებთან დაკავშირებით ისაუბრეს და ამბობენ, რომ მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში თავს უსაფრთხოდ არ გრძნობს და აუცილებელია მისი სამოქალაქო კლინიკაში გადაყვანა.

რაც შეეხება ექსპრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას, მიხეილ სააკაშვილი გლდანის მე-18 დაწესებულებაში მკურნალობაზე ამ დრომდე უარს აცხადებს და მხოლოდ ერთადერთ პრეპარატს ღებულობს, რომელიც მას პირადმა ნიდერლანდელმა ექიმმა დაუნიშნა, სხვა მედიკამენტების მიღებაზე კი უარს აცხადებს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ მედიასთან კომენტარის დროს ადვოკატებმა განმარტეს, რომ მათ საქალაქო სასამართლოდან დაუკავშირდნენ, რა დროსაც გაირკვა, რომ სასამართლო თანახმაა პროცესი 7 ნოემბრის საქმეზე სასამართლო დარბაზში გამართოს და აღნიშნული მოთხოვნით მათ შესაბამის უწყებას უკვე მიმართეს.

ადვოკატის ბექა ბასილაიას თქმით, სასამართლო პროცესი სავარაუდოდ ხვალ გაიმართება და მიხეილ სააკაშვილი მზად არის, რომ სასამართლო პროცესს დაესწროს.

დღის ამბები