17 მაისი 2024,   14:41
ვრცლად
საფრანგეთი და გერმანია რუსეთს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებენ

საფრანგეთი და გერმანია რუსეთს დიპლომატიური პროტოკოლის დარღვევაში ადანაშაულებენ. საქმე ეხება 28 გვერდიან დოკუმენტს, რომელიც უკრაინის საკითხზე კონფიდენციალურ ინფორმაციას მოიცავს.

უფრო კონკრეტულად კი ეს დოკუმენტი ეხება სერგეი ლავროვის მიმოწერას საფრანგეთისა და გერმანიის ოფიციალურ პირებთან.

საფრანგეთი და გერმანია რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს უკრაინის საკითხზე ე.წ ნორმანდიის ოთხეულის ფორმატში შეხვედრის ჩატარებაზე უარის თქმაში ადანაშაულებენ. გავრცელებული მიმოწერით კი ჩანს რომ ლავროვმა შეხვედრაზე უარი დატვირთული დღის რეჟიმის მიზეზით განაცხადა.

დღის ამბები