500 ლარიანი ვაუჩერები გადასცა სტუდენტებს გორის მუნიციპალიტეტის მერმა, ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად. საუბარია იმ სტუდენტებზე, რომლებმაც 2021 წლის ეროვნულ გამოცდებში 100 %-იანი გრანტები მოიპოვეს.
ვლადიმერ ხინჩეგაშვილის განმარტებით, პროგრამა წარმატებული აბიტურიენტების წახალისებასა და მოსწავლეების მოტივაციის გაზრდას ისახავს მიზნად.