20 ნოემბერი 2024,   09:44
ვრცლად
6 თვის კოვიდპაციენტი, რომელიც დაძინებას მხოლოდ აკვანში ახერხებს - ფოტოები კლინიკა "ბომონდიდან"

კლინიკა "ბომონდის" კოვიდცენტრის პედიატრიულ განყოფილებაში მკურნალობის კურსს 6 თვის ინფიცირებული ბავშვი გადის. 

"როგორც გაირკვა, პატარა პაციენტი დაძინებას მხოლოდ აკვანში ახერხებდა, სხვა შემთხვევაში, მისი დაძინების ყოველი მცდელობა უშედეგოდ სრულდებოდა. შესაბამისად, კლინიკის გუნდმა იზრუნა იმაზე, რომ ემილის აკვანი და ტკბილი ძილის შესაძლებლობა ჰქონოდა,"- ნათქვამია კლინიკის ოფიციალურ facebook გვერდზე გავრცელებულ ინფორმაციაში.

ცნობისთვის, კლინიკის კოვიდცენტრის ბავშვთა განყოფილება 0 წლიდან 12 წლამდე ასაკის პაციენტებს, დასავლეთ საქართველოს მასშტაბით იღებს და მათ შესაბამის მკურნალობას უწევს.

 

დღის ამბები