17 მაისი 2024,   07:04
ვრცლად
ნიკარაგუას დედაქალაქში ოკუპირებული აფხაზეთის საელჩო გაიხსნა

ნიკარაგუას დედაქალაქში ოკუპირებული აფხაზეთის საელჩო გაიხსნა. ინფორმაციას ოკუპირებული რეგიონის ე.წ საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. ნიკარაგუამ დე ფაქტო აფხაზეთი დამოუკიდებლად 2008 წელს აღიარა.

ერთი კვირის წინ ნიკარაგუის მთავრობას შეერთებულმა შტატებმა ახალი სანქციები დაუწესა. ოფიციალური ვაშინგტონის შეფასებით, საპრეზიდენტო არჩევნები არასამართლიანი იყო. შეერთებულ შტატებში შესვლა აკრძალული აქვს ნიკარაგუის პრეზიდენტსა და სხვა ოფიციალურ პირებს.

ქვეყნის ხელისუფლებას ადამიანის უფლებების დარღვევების გამო სანქციები აქვს დაწესებული ევროკავშირისგანაც

დღის ამბები