20 აპრილი 2024,   03:25
ვრცლად
"ომიკრონი" შესაძლოა მსოფლიოსთვის ახალ გამოწვევად იქცეს - ქვეყნები ახალი შტამის გამო რეგულაციებს ამკაცრებენ

სამხრეთ აფრიკა, ისრაელი, ბელგია, ჩინეთი, გერმანია და ახალა უკვე გაერთიანებული სამეფო - იმ ქვეყნების ჩამონათვალშია სადაც "ომიკრონი" - კორონავირუსის ახალი მუტაცია გამოვლინდა. B11529 - შესაძლოა პლანეტისთვის ახალ გამოწვევად იქცეს, მას ჯანმომ უკვე მიანიჭა შემაშფოთებელი ვარიანტის კლასიფიკაცია.

მეცნიერებს მიაჩნიათ, რომ შესაძლოა ახალი შტამი რომელიც პირველად სამხრეთ აფრიკაში აღმოაჩინეს წინა ვარიანტებთან შედარებით, ყველაზე გადამდები, მომაკვდინებელი და ვაქცინასთან რეზისტენტული აღმოჩნდეს. 

მკვლევარებს ამის ფიქრის საფუძველს ის ფაქტი აძლევთ, რომ "ომიკრონს" უამრავი ახალი მუტაციის შექმნის უნარი აქვს. სამხრეთ აფრიკის რეგიონის ქვეყნებთან ავიამიმოსვლა უკვე შეზღუდა შეერთებულმა შტატებმა, ავსტრალიამ, ბრიტანეთმა, ისრაელმა, იაპონიამ, და ევროკავშირის ქვეყნებმა.

დღის ამბები