08 სექტემბერი 2026,   23:29
ვრცლად
COVID-19-ს ახალი შტამი, მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა - ეკატერინე ტიკარაძე ჯანმოს ევროპის დირექტორს შეხვდა

ჯანდაცვის მინისტრ ეკატერინე ტიკარაძესა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული დირექტორის შორის გამართულ შეხვედრაზე, განხილვის მთავარი თემა COVID-19-ის ახალი შტამი "ომიკრონი", მის მიმართ ვაქცინაციის ეფექტურობა და დაავადების მიმდინარეობა იყო.

მხარეებმა პანდემიის პირობებში ექიმების დატვირთულობის მაჩვენებელზეც ისაუბრეს. საუბარი შეეხო სამომავლო გეგმებსაც, კერძოდ პირველადი ჯანდაცვის კუთხით დაგეგმილ რეფორმას, რომელიც სფეროში ციფრული ტექნოლოგიებისა და ტელემედიცინის დანერგვას ითვალისწინებს.

შეხვედრას ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილე თამარ გაბუნიაც ესწრებოდა.

დღის ამბები