09 ოქტომბერი 2024,   22:20
ვრცლად
აშშ აიძულებს რუსეთს ძალადობის საფასური გადაიხადოს - ობამა

შეერთებული შტატები მოკავშირეებთან ერთად აიძულებს რუსეთს ძალადობის გამო საფასური გადაიხადოს - ასეთი განცხადება გააკათა ბარაკ ობამამ გაეროში, სადაც მსოფლიოში არსებულ საფრთხეებსა და გამოწვევებზე ისაუბრა.

„თუ რუსეთი აირჩევს მშვიდობის გზას, ეს თავად რუსეთის მოსახლეობის კეთილდღეობას უზრუნველყოფს“, - აღნიშნა ობამამ. გაეროში სიტყვით გამოვიდა ურკაინის პრემიერიც. არსენ იაცენიუკმა საერთაშორისო საზოგადოებას მოუწოდა რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაგრძელებისკენ, სანამ უკრიანას დაკარგული ტერიტორიები არ დაუბრუნდება. მან საერთაშორისო საზოგადოებას შეახსენა რომ უკრაინა 20 წლის წინ მიღებულ ბირთვული იარაღის გაუვრცელებლობის ვალდებულებას დღემდე ასრულებს, თუმცა მისი თქმით ახლა ქვეყანს სჭირდება ტერიტორიული მთლიანობის გარანტიები.

ამავე თემაზე
დღის ამბები