ევროპარლამენტის პრეზიდენტი ასოცირებული ტრიოს ფორმატში, საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრემიერ მინისტრებთან შეხვედრას ეხმაურება. დევიდ სასოლი სოციალურ ქსელ twitter-ზე წერს, რომ ევროპარლამენტი სრულად უჭერს მხარს ასოცირებული ტრიოს ინიციატივას და ევროკავშირთან პარტნიორობის გაღრმავებას.
"თქვენი ქვეყნები ევროპის, ჩვენი საერთო ისტორიისა და საერთო მომავლის განუყოფელი ნაწილია,"-წერს სასოლი.