02 სექტემბერი 2026,   15:42
ვრცლად
მწვანე პასპორტი და ფინანსური წახალისება - რამ გამოიწვია ბოლო დღეების განმავლობაში ვაქცინაციის მაჩვენებლის გაზრდა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ ბოლო დღეებში ვაქცინაციის მაჩვენებლის მატება ორ მიზეზს უკავშირდება. ეს არის 60 წელს ზემოთ მოქალაქეების ფინანსური წახალისება და ე.წ. მწვანე საშვების გააქტიურება ქვეყანაში.

რაც შეეხება ე.წ. ბუსტერ დოზებს, ჯანდაცვის სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე თამარ გაბუნიამ განაცხადა, რომ ე.წ. ბუსტერ დოზებზე დღეს მაღალი აქტივობა არ არის.

"რა თქმა უნდა, კარგია, რომ ბოლო 2 დღის განმავლობაში განსაკუთრებით მაღალია ვაქცინაციის მაჩვენებელი, გუშინწინ 14 ათასიც კი იყო და გუშინ 11 ათასზე ოდნავ მეტი, რაც ბუნებრივია იმედისმომცემია.

რამ გამოიწვია ასეთი სტიმულაცია - ყველაზე მეტად თვალსაჩინოა 60 წლის ზემოთ პირებში ვაქცინაციის გააქტიურება და როგორც ჩანს, ძალიან კარგი შედეგი იქონია ფინანსური წახალისების იმ სქემამ, რომელიც 8 ნოემბრიდან ამოქმედდა. თუ, მაგალითად, 7 ნოემბერს 156 პირი აიცრა 60 წლის ზემოთ, 8 ნოემბერს უკვე 1 000-ს გადააჭარბა ამ პირთა აცრამ და 3-4 ათასი იცრება ყოველდღე, რაც არის ძალიან კარგი. პირველი აცრა არის ძალიან მომატებული.

ბუსტერ დოზებზე არ არის დღეს მაღალი აქტივობა, რადგან ამ 6 თვიანი ინტერვალის გასვლა უმრავლეს შემთხვევაში მოსალოდნელია რომ მოხდეს დეკემბრის დასაწყისში ან ბოლოსკენ. ამდენად ჯერ ეს ჯგუფი არ არის იმდენი, რომ გამოიწვიოს აცრების მატება.

შესაძლოა, გარკვეულ წილად ეს უკავშირდება ასევე ე.წ. მწვანე საშვების ამოქმედებას.

მწვანე პასპორტი და ფინანსური წახალისება არის ორი მიზეზი," - ამბობს თამარ გაბუნია.

დღის ამბები