ვაქცინაციის ტემპის გაზრდისა და უსაფრთხოების მიზნით, უკვე მეორე დღეა "მწვანე პასპორტი" ამოქმედდა. მოქალაქეები მწვანე სტატუსის გარეშე სხვადასხვა დაწესებულებაში შესვლას ვერ ახერხებენ. ეპიდემიოლოგები ფიქრობენ, რომ ვაქცინაციის ტემპის გაზრდა, ვირუსისგან დაცვის მთავარი საშუალებაა.
დღიურად საშუალოდ 12 000 ადამიანი იცრება, რაც სპეციალისტების თქმით საკმარისი მაინც არ არის.
"ბოლო კვირის განმავლობაში ვაქცინაციის ტემპი ნამდვილად გააქტიურდა, თუმცა ეს არ არის აქტიურობის ის დონე, რომელიც ჩვენ გვჭირდება. მნიშვნელოვანია ის, რომ ვაქცინირებულთა საერთო რაოდენობაზე 50%-ზე მეტი 60 წელს ზემოთ მყოფი ადამიანები არიან. ასევე გამოჩნდნენ ბავშვები, 30-40 ბავშვი 12-დან 15 წლამდე, რომლები აიცრნენ,"- აცხადებს რესპუბლიკური საავადმყოფოს გენერალური დირექტორის მოადგილე ჯავარა უგრეხელიძე.