ეუთოს მინისტერიალზე სიტყვით გამოსვლები უკვე დაიწყო. მათ შორის სიტყვით უკვე გამოვიდნენ ამერიკის შეერთებული შტატების საგარეო საქმეთა მინისტრი და რუსეთის საგარეო უწყების ხელმძღვანელი. მათ მიმდინარე პოლიტიკურ მოვლენებთან დაკავშირებით რადიკალურად განსხავებული პოზიციები დააფიქსირეს.
მინისტერიალზე განხილვის ერთ-ერთი თემა საქართველო იყო. გამომსვლელებმა იმ აგრესიულ ქმედებებზე ისაუბრეს, რომელსაც რუსეთი საქართველოს მიმართ იყენებს.
როგორც მოსალოდნელი იყო, რადიკალური იყო რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა სერგეი ლავროვის გამოსვლა. რომელმაც განაცხადა, რომ 2008 წელს NATO-ბუქარესტის სამიტის გადაწყვეტილება, რომ საქართველო და უკრაინა გახდებიან NATO-ს წევრები, ევროპული უსაფრთხოების კონსტრუქციის ნაღმია.
"ერთხელ 2008 წლის აგვისტოში უკვე გამოვლინდა, როდესაც პერსპექტივის ეიფორიაში მყოფმა სააკაშვილმა გადაწყვიტა ავანტიურა, რომელიც უმძიმესი შედეგებით შემოუბრუნდა თვითონ საქართველოს და ევროპის უსაფრთხოების მდგომარეობა ცუდ ზღვარზე მიიყვანა.
ის, ვინც მუდმივად იმეორებს ბუქარესტის თეზისს და ამტკიცებენ, რომ ნატო-ს გაფართოების საკითხებში მესამე მხარეს არ აქვს უფლება, გამოხატოს თავისი პოზიცია, ეს ხალხი ცეცხლს ეთამაშება. დარწმუნებული ვარ, რომ შეუძლებელია, ამას ვერ აცნობიერებდნენ. ჩვენი მეზობელი ქვეყნების, რუსეთთან წინააღმდეგობის ქცევა კატეგორიულად მიუღებელია. აშშ-სთან დიალოგის დროს ვიმუშავებთ იმაზე, რომ გამოვრიცხოთ ნატო-ს გაფართოება აღმოსავლეთის მიმართულებით,"- აღნიშნა სერგეი ლავროვმა.