16 ნოემბერი 2024,   10:43
ვრცლად
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ტექნოპარკში საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ტექნოპარკში, საერთაშორისო შეჯიბრი Future Agro Challenge გახსნა. აღნიშნული შეჯიბრი თავს უყრის ეკოსისტემის მონაწილეებს სხვადასხვა ქვეყნიდან გლობალური თანამშრომლობის წასახალისებლად.

ლევან დავითაშვილმა, მისასალმებელ სიტყვაში, სოფლის მეურნეობის დარგში ინოვაციებისა და ახალი ტექნოლოგიების გამოყენების და ახალგაზრდების ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა.

საქართველოს ფერმერთა ასოციაციის თავმჯდომარის, ნინო ზამბახიძის განცხადებით, თანამედროვე სოფლის მეურნეობას თანამედროვე ტექნოლოგიები და ინოვაციური ხედვა სჭირდება. მსგავსი ღონისძიებები კი, ახალგაზრდებს უჩენს მეტ მოტივაციას და შესაბამისად, მათ ჩართულობას ზრდის, რაც დარგისთვის დიდი სიკეთის მომტანია.

დღის ამბები