16 ნოემბერი 2024,   10:40
ვრცლად
არ ვენდობი ამ სისტემას, დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა და ნერვიულობა, რომ რაღაც მედიკამენტოზურია - გიული ალასანია

ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის მოსანახულებლად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მისი დედა, გიული ალასანია იმყოფება. 

ვიზიტის დაწყებამდე გიული ალასანიამ ჟურნალისტებთან განაცხადა, რომ არ ენდობა სისტემას, რომლის ხელშიც არის მიხეილ სააკაშვილის მკურნალობა. 

"ყველაფერი რაც აქ ხდება, კონტროლდება იმ სისტემისგან, რომლის მიმართ მე ნდობა არ მაქვს. მე არ ვიცი - აქ რომ გადმოიყვანეს, თითქოს, რამდენიმე დღე იყო უკეთესად. დამრჩა შთაბეჭდილება, რომ ეს არ არის ჩვეულებრივი დაღლა და ნერვიულობა, რომ რაღაც მედიკამენტოზურია. არაფრის გარანტია არ მაქვს - ის კი არა, რომ ექიმების მიმართ არ მაქვს ნდობა, ექიმები, შეიძლება, ძალიანაც კარგი არიან, მაგრამ ვინც აკონტროლებს, მაგალითად, მის კვებას, როგორ ხდება ეს?,"- განაცხადა გიული ალასანიამ.

შეგახსენებთ, რომ იქამდე ექსპრეზიდენტის მოსანახულებლად ახალქალაქის, კუმურდოსა და კარის მიტროპოლიტი ნიკოლოზი იმყოფებოდა

დღის ამბები