პეკინის ოლიმპიადას დიპლომატიურ ბოიკოტს უცხადებს შეერთებული შტატები. თეთრ სახლში აცხადებენ, რომ 2022 წელს დაგეგმილ ზამთრის ოლიმპიადას ოფიციალური დელეგაცია არ დაესწრება.
ბოიკოტის მიზეზი ჩინეთში ადამიანის უფლებების დარღვევის შემთხვევებია. გადაწყვეტილების მიუხედავად ოლიმპიურ თამაშებში მაინც იასპარეზებენ ამერიკელი სპორტსმენები. პეკინის ოლიმპიადაზე მთავრობის წარმომადგენლების გაგზავნაზე უარს ამბობს ახალი ზელანდიაც.
შეერთებული შტატების გადაწყვეტილებას ჩინეთი პოლიტიკურ მანიპულაციად აფასებს. როგორც შტატებში ჩინეთის საელჩოში ამბობენ აღნიშნულ ფაქტს თამაშებზე გავლენა ვერ ექნება, შეერთებული შტატების პოლიტიკოსებისთვის კი ოლიმპიადაზე დასასწრები მოსაწვევები არ გაუგზავნიათ.