09 ოქტომბერი 2024,   20:28
ვრცლად
NASA-ს კოსმოდრომზე ტვირთმზიდი რაკეტა აფეთქდა

აფეთქება მოხდა NASA-ს კოსმოდრომზე, სადაც ტვირთმზიდი რაკეტა „ანტარესი“ სტარტიდან რამდენიმე წამში ცეცხლის ალში გაეხვია.

რაკეტის სტარტი პირდაპირ ეთერში გადაიცემოდა. NASA-ს ინფორმაციით, აფეთქებას მსხვერპლი არ მოჰყოლია, თუმცა უოლოფსის კოსმოდრომი, საიდანაც აფრენა ხდებოდა, საკმაოდ დაზიანდა.

რაკეტას საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ამერიკული ჯგუფისთვის ორ ტონამდე ტვირთი უნდა აეტანა. ტვირთის შემადგენლობის ნაწილი საიდუმლო იყო. ამჟამად შემთხვევის ადგილი დახურულია.

დღის ამბები