09 ოქტომბერი 2024,   20:27
ვრცლად
ობამას ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ჰაკერული თავდასხმის უკან რუსი ჰაკერები დგანან

შეერთებული შტატები სამთავრობო დაწესებულებების დაცვას აძლიერებს. განცხადება ამის შესახებ ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების მდივანმა გააკეთა. გადაწყვეტილების მიზეზი ტერორისტული დაჯგუფებების მხრიდან მუდმივი მუქარა და გასულ კვირას კანადის პარლამენტზე მომხდარი თავდასხმა გახდა.

ტერაქტების საფრთხის გამო უსაფრთხოების ზომებს გააძლიერებენ, როგორც ვაშინგტონში, ასევე ქვეყნის სხვა დიდ ქალაქებში.

პარალელურად, ცნობილი გახდა, რომ ქსელზე, რომელსაც თეთრი სახლის თანამშრომლები იყენებენ, ჰაკერული თავდასხმა მოხდა. პრესის ცნობით, ბარაკ ობამას ადმინისტრაცია ვარაუდობს, რომ ეს რუსი ჰაკერების გაკეთებულია.

დღის ამბები