ჯანდაცვის მინისტრის გადადგომის მიზეზად სამთავრობო გუნდში რაიმე სახის დაპირისპირებას უარყოფენ მთავრობის წევრები.
"არანაირი დაპირისპირება არ ყოფილა და ზოგადად, მთავრობაში საკადრო გადაწყვეტილებების უკან ნუ ეძებთ მედია რაიმე სკანდალურ კონტექსტს. ეს არის ჩვეულებრივი ამბავი, ხდება ხოლმე გადანაცვლება, ის გუნდის წევრად რჩება. გარკვეული ეტაპი ჩავლილია პანდემიასთან ბრძოლის და ახლა ახალი ეტაპი იწყება და ამას ახალი საკადრო გადაწყვეტილებები სჭირდება," - აცხადებს ეკონომიკის მინისტრი ნათია თურნავა.
გუნდის ერთიანობას უსვამს ხაზს სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილიც და აცხადებს, რომ გადადგომა ეკატერინე ტიკარაძის გადაწყვეტილება იყო და ეს რაიმე დაპირისპირების მიზეზით არ მომხდარა.