16 ნოემბერი 2024,   10:44
ვრცლად
დმანისში საკრებულოს თავმჯდომარედ "ქართული ოცნების" წევრი პაატა ყულიაშვილი აირჩიეს

პოლიტიკური კრიზისი დმანისში ამოწურულია. საკრებულოში თავმჯდომარე უკვე აირჩიეს, პოსტი "ქართული ოცნების" დეპუტატმა პაატა ყულიაშვილმა დაიკავა, გადამწყვეტი კი რამიზ რამაზანოვის ხმა აღმოჩნდა, რომელიც "ნაციონალურ მოძრაობას" გამოეყო და დამოუკიდებელი დეპუტატი გახდა.

როგორც ყულიაშვილი ამბობს, მის მოადგილედ, მნიშვნელოვანია, იყოს ოპოზიციონერი დეპუტატი. 

"ჩვენ ეს თანამდებობა გვქონდა გათვალისწინებული ოპოზიციისთვის და შევთავაზეთ მათ. ამ შემთხვევაში ბატონმა რამიზმა გადმოდგა ეს ნაბიჯი. არანაირი გატაცება არ ყოფილა, ისინი ამ ქმედებებით თავიანთი ნაბიჯების დაფარვას ცდილობენ,"-განაცხადა პაატა ყულიაშვილმა.

კენჭის ყრის პროცესს ესწრებოდა დმანისის მუნიციპალიტეტის მერი კობა მურადაშვილი. მან მიულოცა არჩეულ კანდიდატებს და დასძინა, რომ კენჭის ყრის პროცესი მიმდინარეობდა წესების დაცვით და გაუმჭვირვალედ.

ცნობისთვის:რამიზ რამაზანოვი რამდენიმე დღე იყო გაუჩინარებული და არ ჰქონდა კონტაქტი, ახლობლებთან და პარტიის წევრებთან. როგორც "ნაციონალური მოძრაობის" წევრები ამბობენ, რამიზ რამაზანოვის გაუჩინარება უკავშირდება "ქართულ ოცნებას", რომ გადაებირებიათ რამაზანოვი. 

დღის ამბები