08 სექტემბერი 2026,   23:59
ვრცლად
კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე აირჩიეს

კალათბურთის ფედერაციის პრეზიდენტად ვიქტორ სანიკიძე ერთხმად აირჩიეს.

თავდაპირველად ორი კანდიდატი დარეგისტრირდა – პაატა გურასპაული და ვიქტორ სანიკიძე.

თუმცა არჩევნებამდე ერთი კვირით ადრე ორმა კანდიდატმა ერთობლივი ბრიფინგი გამართა, გაირკვა, რომ პაატა გურასპაული კანდიდატურას მოხსნიდა და არჩევნებზე ერთადერთი კანდიდატი იქნებოდა.

ყრილობაზე 39 დელეგატიდან ყველა უკლებლივ გამოცხადდა და ცხადია, სანიკიძემ ხმების 100 პროცენტი მიიღო.

დღის ამბები