სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებს ხვდება პარტია "დროას" დამფუძნებელი - ელენე ხოშტარიას თქმით, განიხილავენ, ზოგადად, ქვეყანაში შექმნილ ვითარებას და კრიზისიდან გამოსვლის გზებს. მისივე თქმით, შეხვედრებს პერმანენტული ხასიათი ექნება.
"კარგი იქნება, ვნახოთ ჩვენი ქვეყნის სამი პრეზიდენტი, რომლებსაც განსხვავებული პოზიციები აქვთ. მე არ ვაპირებ ამ ნეგატიურ პოზიციებს ჩავეჭიდო და ვაპირებ, ჩავეჭიდო იმ ინიციატივას, რომელიც ზურაბიშვილისგან მოდის,"- აცხადებს ელენე ხოშტარია.