ომიკრონის საფრთხეები დღითიდღე იზრდება. არსებობს სწრაფი გავრცელების და მაღალი რეინფიცირების რისკები. თუ ახალ შტამი დელტა ვარიანტზე უფრო აგრესიული აღმოჩნდა, სპეციალისტები ამბობენ, რომ პანდემია განახლდება და კიდევ ერთი ძლიერი ტალღა გარდაუვალი იქნება.
ეპიდემიოლოგიური ცვლილებები არც საქართველოს აუვლის გვერდს. სპეციალისტები არ გამორიცხავენ ვირუსის სწრაფი გავრცელების შემთხვევაში, ყოველდღიურად ინფიცირებულთა რიცხვმა 10 ათასს გადააჭარბოს. გარდაცვლილთა მაჩვენებელი კი გაორმაგდეს.
ომიკრონის უკონტროლო გავრცელების შეკავება, სპეციალისტების აზრით, მხოლოდ ძლიერ იმუნიტეტს შეუძლია.
ლუგარის ლაბორატორია ყველა საეჭვო შემთხვევას იკვლევს. ლაბორატორიებიდან და რეგიონული საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრებიდან გაგზავნილი ყველა ასეთი კოვიდმონაცემით, ახალი შტამი ჯერ არ დადასტურებულა, თუმცა, ამირან გამყრელიძე არ გამორიცხავს, რომ უახლოეს დღეებში ომიკრონის ფაქტები ოფიციალურად გამოვლინდეს.
სწრაფი რეაგირება და დროულად მიღებული გადაწყვეტილებები - ჯანდაცვის სამინისტრო ომიკრონის წინააღმდეგ საჭირო მექანიზმების ამოქმედებისთვის ემზადება.
მარტო ბოლო 3 დღეში დაახლოებით 150 ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ვირუსმა. კლინიკებში ისევ მაღალია მძიმე პაციენტების რიცხვი და გადატვირთულია რეანიმაციული განყოფილებები. უკვე ბოლო ორი თვეა საქართველო ამ ერთეულ ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობაშია.