02 სექტემბერი 2026,   22:43
ვრცლად
"ავიცრათ ერთმანეთისთვის" ვაქცინაციის კამპანიაში აფხაზეთის მთავრობაც ჩაერთო

"ავიცრათ ერთმანეთისთვის" ვაქცინაციის კამპანიაში აფხაზეთის მთავრობაც ჩაერთო. 

კამპანიის ფარგლებში, სოფელ ჭითაწყაროში, ზუგდიდის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ აფხაზეთიდან დევნილებს COVID-19-ის ვაქცინაცია ჩაუტარდათ.

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა-დევნილთა მინისტრის დავით ფაცაციას თქმით, აცრა პრინციპულად მნიშვნელოვანია, რათა დაცული იყოს საზოგადოება ვირუსისაგან.

"აცრა არის აუცილებელი. პრინციპულად მნიშვნელოვანი და ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისათვის, რომ ერთმანეთის სიცოცხლე გადავარჩინოთ და დავიცვათ. ამ კუთხით აფხაზეთის მთავრობა ინტენსიურად და აქტიურად მუშაობს. კამპანიას სხვადასხვა ლოკაციებზე გააგრძელებს ძირითადად დევნილთა ჩასახლების ადგილებში. დარწმუნებული, ვარ რომ ჩვენი დევნილები აქტიურად ჩაერთვებიან ამ პროცესში,"- განაცხადა დავით ფაცაციამ.

იმუნიზაციის კამპანიაში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე რუსლან აბაშიძეც ჩაერთო.  

დღის ამბები